ქარ
Logo
ეს არის სასარგებლო საიტი რათა კომფორტულად აწარმოოთ
თქვენი ქორწილის ლაივ ტრანსლიაცია, შეინახოთ სრული ვიდეო და ფოტო მასალა, დაამონტაჟოთ სასურველი მომენტები და გაუზიაროთ მეგობრებს
პატარძალი
სიძე
სხვა

სხვა ქორწილის პროფილი

ჩვენი უპირატესობები

დროის დაზოგვა
დამღლელი პროცესის ერთ ონლაინ სივრცეში გაერთიანება და სახლიდან გაუსვლელად ძებნა
მრავალფეროვნება
მუდმივად განახლებადი კატალოგი, საიტზე განთავსებული ყველა მიმართულება და ყველა საფასო კატეგორია
სიმარტივე
ნებისმიერი კომპანიისა თუ პროდუქტის მარტივად ძიების შესაძლებლობა
video icon ფოტო გალერეა

ამ განყოფილებაში თქვენ შეძლებთ ატვირთოთ ფოტოები, რომლებიც ასახავს ქორწილსა და მის მოსამზადებელ მოვლენებს.

ფოტოების ატვირთვისას შეძლებთ სურვილისამებრ ოპტიმიზაცია გაუკეთოთ ფაილებს: შეამციროთ ფოტოს ზომა, მოჭრათ თქვენთვის სასურველ შაბლონზე.

შეძლებთ ფოტოს ან ფოტოების ჯგუფს გაუკეთოთ მოკლე მინაწერები. შეძლებთ წაშალოთ არასასურველი ფოტო.

გაითვალისწინეთ, რომ ყოველი ატვირთული ფოტო იკავებს თქვენს მიერ შეძენილი სივრცის ნაწილს. 

კერძოდ ფოტო ზომებით 1280x1280 იკავებს 0,5 მბ ადგილს. ეს კი ნიშნავს, რომ 1 გბ ადგილში ჩაეტევა 2000 ფოტო.

სასურველია მუდმივად იქონიოთ ბალანზე თქვენი სივრცის შესაბამისი თანხა, რაც იქნება ყოველი თვის ღირებულების ავტომატურად გადახდის გარანტი.

video icon ვიდეო გალერეა

ამ განყოფილებაში თქვენ შეძლებთ ატვირთოთ ვიდეო ფაილები, შეინახოთ ლაივ სტრიმის სრული ჩანაწერი რომლებიც ასახავს ქორწილსა და მის მოსამზადებელ მოვლენებს.

ატვირთული ვიდეოების ფრაგმენტებისგან შეძლებთ:

  • გააკეთოთ ვიდეო კოლაჟები
  • შეინახოთ ცალკე ფაილად
  • გასცეთ უფლება თქვენს მიერ სასურველმა პიროვნებამ ნახოს პირდაპირი ვიდეო ან ჩანაწერები
  • ამოიღოთ კადრი ნებისმიერი ადგილიდან და შეინახოთ როგორც ფოტო
  • გააზიაროთ ეს ვიდეო სოციალურ ქსელში.

გაითვალისწინეთ, რომ ყოველი შენახული ვიდეო იკავებს თქვენს მიერ შეძენილი სივრცის ნაწილს. 

კერძოდ 1 წუთიანი ვიდეო ნაკადის 800 კბიტ სიჩქარით იკავებს 6 მბ ადგილს. ეს კი ნიშნავს, რომ 1 გბ ადგილში ჩაეტევა 2,5 საათიანი ვიდეო.

სასურველია მუდმივად იქონიოთ ბალანზე თქვენი სივრცის შესაბამისი თანხა, რაც იქნება ყოველი თვის ღირებულების ავტომატურად გადახდის გარანტი.

შემოგვიერთდით!

გაუზიარეთ სხვებს პირდაპირი ჩართვა ქორწილიდან